ადვოკატს ბრალდებულის მამა ემუქრება

 ადვოკატს ბრალდებულის მამა ემუქრება

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ  მას ბრალდებულის მამა  ემუქრება.

“წუხელ, ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის მამამ დამირეკა ( მე დაზარალებულს ვიცავ) და უშვერი სიტყვებით გამლანძღა, დამემუქრა შვილების, ოჯახის განადგურებით თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვას გავაგრძელებ. სვანი ვარ და თუ დაიცავ სვანურად მოგიღებ ბოლოსო, არაფერს ვამეტებ.

ამოგწყვიტავთ ყველას და ჩემს შვილსაც მოვკლავო. მადლობა გადავუხადე და დავაყოლე, სვანებით რომ მაშინებთ ჩემს უკან ქისტები, ცხადია ჩემი ოჯახი და ჩემი პროფესია რომ დგას ამას რას უშვებით თქო? ტრადიციებით მაშინებთ თუ სიგიჟით, არც ერთი მაკლია არც მეორე თქო. ნამდვილადაც ასეა.

ადვოკატის პროფესია დაუფასებელია, მაგრამ კლიენტის გამო უამრავი უსამართლო ტალახის, ბულინგის თუ მუქარის მოთმენა გვიწევს. ეს ჩვენი საქმეა და ვინც არ უნდა იყოს ვალდებულები ვართ ვიყოთ შეუპოვარი, უშიშარი და საქმის ბოლომდე ერთგული. კლიენტის ინტერესი უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე საკუთარი! ესაა ოქროს წესი! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს სოლიდარობა ყველა ჩემს კოლეგას და მადლობა ამ თმენითვის”, – წერს ადვოკატი.

ასევე იხილეთ