ათენში 4 და 6 მაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტების შეზღუდული სამუშაო გრაფიკი

 ათენში 4 და 6 მაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტების შეზღუდული სამუშაო გრაფიკი

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტების თანამშრომელებმა 4 და 6 მაისი გაფიცვის დღედ გამოაცხადეს და შესაბამისად შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.

დღევანდელი,  ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტების გრაფიკი:

ავტობუსებისა და  მეტროს 2 და 3 ხაზები – მუშაობას 21:00 საათამდე გააგრძელებენ. მეტროს 1 ხაზი და ტროლეიბუსი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში რაც შეეხება ტრამვაის თანამშრომლებს ისინი სამუშაო საათებს 12:00 საათიდან 16 საათამდე შეაჩერებენ. ( დანარჩენ საათებში იმუშავებენ ყოველდღიური გრაფიკის მიხედვით) ხოლო ხუთშაბათს, 6 მაის _ სამუშაო გრაფიკს სრულად გამოეთიშებიან მეტროს 2 და 3 ხაზები თანამშრომლების 24 საათიანი გაფიცვის გამო. ავტობუსები კი იმუშავებენ ჩვეულებრივად, თუმცა არ არის გამორიცხული მძღოლების ინდივიდუალური მონაწილეობა 24-საათიან გაფიცვაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მარშუტების შემცირება.

ასევე იხილეთ