ამბავი რკინის ოთახზე, ნაყიდ მიწასა და დასრულებულ პანდემიაზე – ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი ამბები, ქართველი-ებრაელი ქალის ისტორია

 ამბავი რკინის ოთახზე, ნაყიდ მიწასა და დასრულებულ პანდემიაზე – ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი ამბები, ქართველი-ებრაელი ქალის ისტორია

ამბავი რკინის ოთახზე, ნაყიდ მიწასა და დასრულებულ პანდემიაზე – ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი ამბები, ქართველი-ებრაელი ქალის ისტორია

ინტერნეტ გადაცემა “გარიბალდის 73”, რომელსაც მილანში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, მთარგმნელი და პოეტი მელი თურმანიძე ხელმძღვანელობს, მაყურებლის წინაშე კვლავ საინტერესო სტუმრით წარსდგა.

გაადცემა “გარიბალდის 73“-ის სტუმარი, ისრაელში მცხოვრები ხელოვნებათმცოდნე, ქართველი ებრაელი ესთერ ჯანაშვილი გახლდათ.

ესთერ ჯაანშვილი, ისრაელში წლების წინ ოჯახთან ერთად გადავიდა და დღეს იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია.

Exclusivetv-ს მკითხველს, ეთერში გასული გადაცემის ფარგლებში ესთერთან ჩაწერილ, საინტერესო ინტერვიუს ვთავაზობთ.

 

რომელი სამშობლოა პირველი, საქართველო, თუ ისრაელი? როდის და რატომ დატოვეთ საქართველო?

– ჩემთვის მშობლიური ენა, დედა ენა, ესაა ქართული. მე ქართულად ავიდგი ენა, ამ ენაზე შემიყვარდა. ასევე ძალიან ძვირფასია ივრითი, მე ის ძალიან მიყვარს, აქტიურად ვცდილობ ვთარგმნო ქართული პოეზია ამ ენაზე.

როგორც იცით ისრაელი ემიგრანტების ქვეყანაა და ვინც აქ ჩამოდის საკმაოდ უპრობლემოდ სწავლობს ივრითს, როგორც მშობლიურს. მხოლოდ ქართველი ებრაელები არიან, ვინც ინახავს ქართულ ენას, ადათ-ჩვევებს და მერე სწავლობენ ისრაელის სახელმწიფო ენასაც.

საქართელო დავტოვეთ აგვისტოს ომის მერე, იმდენად მძიმე გასახსენებელია ეს თემა ჩვენთვის, ამაზე არასდროს ვსაუბრობთ, მეუღლესთანაც კი არ მისაუბრია. მოულოდნელად ავდექით და წავედით როგორც ტურისტები, მერე ისე მოხდა რომ ჩვენი ხელბარგი დაიკარგა და დავრჩით უარაფროდ. საშინელება კი ის იყო, რომ ჩვენი აქ ჩამოსვლიდან მეორე დღეს, ისრაელშიც ომი დაიწყო.

როცა განგაშის სიგნალი ჩაირთო, საშინელი პანიკა გვქონდა, ახლა უკვე ვიცით როგორ მოვიქცეთ.

როგორ ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, ტელევიზით ხშირად ვისმენთ , რომ დაიბომბა რომელიღაც ქალაქი, მეორე დღეს ისმის აბსოლუტური სიმშვიდე. როგორ ახერხებთ ორი ძლიერი ემოციის, შიშის და სიმშვიდის მართვას?

– აქ ყველა მრავალსართულიან შენობებში არის ერთი რკინის ოთახი, რომელიც ყველანაირ ზეწოლას უძლებს, ამიტომ, როცა განგაშის სიგნალი ირთვება, უნდა შევაფაროთ თავი ამ ოთახს, საკმარისია დავიცვათ სახელმწიფოს მითითებები და არაფერი მოხდება გამოუსწორებელი.

რაც შეეხება შიშს და სიმშვიდეს, ეს შინაგანი განწყობაა. ისრაელში, ადამიანები სავალდებულო სამხედრო სამსახურს, სიხარულით ხვდებიან, პატარაობიდანვე  იმ სულისკვეთებით იზრდებიან, რომ სამშობლოს წინაზე ყველას დიდი ვალდებულება აკისრია. სამხედრო სავალდებულო სამსახურისადმი პატივისცემის ჩანერგვა სკოლიდანვე ხდება.

 – გოგონები გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურეს, თუ ეს ნებაყოფლობითია?

– სავალდებულოა, ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ისინი გადიან სამედიცინო კონტროლს და ჯანმრთელობის შემთხვევაში მიდიან ჯარში. ახალგაზრდები, როცა ერთმანეთს ეცნობიან, ტრადიციული შეკითხვაა:  –  “სად მოიხადე სამხედრო სამსახური?“ 

ის შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

 – ყველაზე ძალიან  საკვებზე შეგუება გაგვიჭირდა, მეგონა არასდროს შევჭამდი, ძალიან რთულია ქართულ ბოსტნეულს მიჩვეულმა, იოლად მიიღო აქაურიო ბოსტნეული. აქ გემო არაფერს არ აქვს.

 – რატომ? რა  განაპირობებს ამას? ნიადაგის შემადგენლობა, თუ?

 – აქ მიწა არაა,  აქაა ქვიშა,  ქვიშაზე აგებულია ქალაქი. მიწას ყიდულობენ ჩამოაქვთ და  სათბურებს აშენებენ. ნაყიდ მიწაზე, წელიწადში ოთხჯერ მოჰყავთ ბოსტნეული, ისრაელი სხვა ქვეყნებში ყიდის მოსავალს, მას არაფრის შეძენა არ ჭირდება. ვყიდულობთ წყალსაც კი, იმდენად განვითარებულია სოფლის მეურნეობა, რომ ნაყიდი მიწითა და წყლით სასწაულებს ატრიალებენ. საინტერესო მეთოდით ხდება ნიადაგის მორწყვა, არის სიტემა, რომელიც ზედმეტ წყალს აგროვებს და უკან მოაქვს, რომ თავიდან მოირწყას, წვეთი წყალი არ იკარგება უმისამართოდ.

ხშირად საუბრობთ მეგობრებთან საქართველოზე?

იცით როგორ არის? საქართველოში ვართ ებრაელები, ისრაელში ვართ ქართველები, ჩემი ოჯახი მობილიზებულია ამაზე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და კულტურა შემოიტანოს ისრაელში საქართველოს შესახებ.

ქვეყანაში არსებულ ეპიდემილოგიურ  სიტუაციასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– დიდი სიამოვნებით და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე უფლება გვაქვს ვიმოძრაოთ პირბადეების გარეშე, ქვეყანაში ვირუსი დამარცხებულად ითვლება. მოსახლეობის უმეტესობა, მალე ვაქცინაციის მეორე ეტაპს დაასრულებს, იცრებიან ტურისტად შემოსულები, უსაბუთოები, შედეგად მივიღეთ ის რომ ზონები და შეზღუდვები აღარ არსებოს, მუშაობს ყველაფერი.  ერთადერთი შესზღუდვა, საზღვარგარეთიდან შემოსულ ადამიანებზეა, არის კარანტინი და კვლევები, იმისათის რომ თავიდან არ შემოგვეპაროს ვირუსი. ეს ყველაფერი ასე იოლად მოგვარებადია, იმიტომ რომ მოსახლეობას აქვს მთავრობის 100 პროცენტიანი იმედი და აკეთებს იმას, რასაც სახელმწიფო მიუთითებს, ანუ იუსრაელის წარმატების კატალიზატორი ხალხის ნდობაა მმათველი ხელისუფების მიმართ.

ესაუბრა: მელი თურმანიძე

წერილზე იმუშავა ხათუნა შარაძემ

Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ