ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა

 ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გამყრელიძე,  ჩინური ვაქცინით – „სინოფარმით“ აიცრა.

მან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

,,სიმბოლურია, რომ დღეს ახალი ვაქცინით, „სინოფარმით“ პირველად მე ავიცერი, ეს არის 45 ქვეყანაში აპრობირებული ვაქცინა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში უკვე აცრილია 45 000 მოქალაქეზე მეტი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის ტემპი დაბალია. იმისთვის, რომ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი სწრაფად შეიქმნას, მნიშვნელოვანია დღიურად 4-დან 5 ათასამდე ადამიანი აიცრას.

27 აპრილიდან დღემდე სინოფარმით აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი. ქვეყანა ახლა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკისა“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ელოდება.

 

ასევე იხილეთ