აპრილის ბოლოს საბერძნეთში ვაქცინის პირველი დოზით 60 წელს ზევით მყოფი ყველა მოქალაქე იქნება აცრილი

 აპრილის ბოლოს საბერძნეთში ვაქცინის პირველი დოზით 60 წელს ზევით მყოფი ყველა მოქალაქე იქნება აცრილი

 

საბერძნეთის ჯანდაცვის გენერალური მდივნის მარიოს თემისტოკლეუს განცხადებით, აპრილის ბოლოსთვის, Covid 19-ის ვაქცინაციის პირველი დოზა 60 წლის ზევით მყოფ ყველა მოქალაქეს ექნება გაკეთებული.
“ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა 700 ათასმა მოქალაქემ მიიღო, ხოლო 362 ათასი ადამიანი ორივე დოზით არის ვაქცინირებული. მარტში, ეროვნული დღესასწაულის პერიოდისთვის,
ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული”, – განაცხადა მან რადიო “თემის ” ეთერში.
თემისტოკლეუმ ხაზი გაუსვა ვაქცინების მიღების საკითხსაც.
” ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოდინი pfizer-ს უკავშირდება, საიდანაც დიდი რაოდენობის შეკვეთას ველოდებით. ეს იქნება დაახლოებით ოთხი მილიონი ვაქცინა. ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ აპრილში pfizer-ისგან მილიონამდე ვაქცინას მივიღებთ”-
საუბრის დასასრულს კი თემისტოკლეუმ აღნიშნა, რომ შესაძლებელია მარტის თვეში მაღალი რისკის ჯგუფში მყოფთა ვაქცინაციისათვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს.

ასევე იხილეთ