არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებში, გარანტორის გარეშე ვეღარ დარეგისტრირდებიან

 არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებში, გარანტორის გარეშე ვეღარ დარეგისტრირდებიან

იტალაიში არასრულწლოვნები სოციალურ ქსელებში Fb-Instagram- ზე, გარანტორის გარეშე ვეღარ დარეგისტრირდებიან.

რამდენიმე დღის უკან იტალიაში 10 წლის გოგონა, სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ასატვირთი ვიდეოს გადაღების დროს გარდაიცვალა. გარდაცვლილი, ვიდეოში სიკვდილის იმიტირებას ახდენდა. შემთხვევას, იტალიელი მშობლების მხრიდან მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. მშობლები, არასრულწლოვების სოციალურ ქსელებში რეგისტრაციის ადვილ ხელმისაწვდომას აპროტესტებენ.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ხელისუფლებამ Facebook- სა და Instagram- ს მიმართა. გარანტორის ჩარევა სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა პირადი მონაცემების დასაცავად ფართოვდება.

ბოლო დღეების განმავლობაში პრესის ზოგიერთ სტატიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნებს სოციალურ ქსელებში რამდენიმე პროფილი აქვთ გახსნილი. იტალიის ხელისუფლებამ სთხოვა Facebook- ს, რომელიც ასევე ინსტაგრამს აკონტროლებს, მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი და რომელი პროფილებით იყო არასრულწლოვანი დარეგისტრირებული, რათა დადგინდეს თუ როგორ იყო შესაძლებელი 10 წლამდე ასაკის ბავშვი დარეგისტრირებულიყო სოც. ქსელში.

შესაბამისი ორგანოს გადამოწმება, ასევე გავრცელდება სხვა სოციალურ ქსელებზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნების მიერ პლატფორმებზე წვდომის მეთოდების გათვალისწინებით.

ფეისბუქის ადმინისტრაციის პასუხი: ”ამ ტრაგიკულ მომენტში, ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და ვუსამძიმრებთ ბავშვის ოჯახს. უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Facebook- ისა და Instagram- ის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ სრულად ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოსთან “

ხათუნა შარაძე

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!