აშშ: 11 მილიონი არალეგალი ლეგალი გახდება – ბაიდენის დაპირება

 აშშ: 11 მილიონი არალეგალი ლეგალი გახდება – ბაიდენის დაპირება

ჯო ბაიდენმა დაასახელა ის საკითხები, რომელზეც პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში მჭიდროდ იმუშავებს.

“მე აშშ-ის სენატში გავაგზავნი კანონპროექტს ემიგრაციის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ში არალეგალურად მყოფ 11 მილიონ ადამიანს ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა და შემდგომ მოქალაქეობა გაცილებით გამარტივებული წესით მიიღონ. გავაუქმებ დონალდ ტრამპის, ჩემი აზრით, მავნე განკარგულებებს, რომელთაც უარყოფითად იმოქმედეს კლიმატზე და ჩვენ ნაკლებად ჯანმრთელებად გვაქციეს,” – განაცხადა ბაიდენმა.

გარდა ამ კანონისა, ბაიდენი აპირებს აშშ დააბრუნოს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში და ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ემიგრაციული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში არალეგალურად მყოფ ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბიანი პაკეტია რეიგანის მიერ მიღებული კანონის შემდეგ, ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში უსაბუთოდ იმყოფებიან და მუშაობენ მიიღებენ 5 წლიან ცხოვრების უფლებას, ხოლო დამატებით სამი წლის შემდეგ მათ ექნებათ აშშ-ის მოქალაქეობის მიღების უფლება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი პრრეზიდენტი ასევე შესაძლოა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც დაუბრუნდეს.

 

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!