ახალი რეგულაციები საბერძნეთის ბინადრობის ნებართვის მიღების კანონში

 ახალი რეგულაციები საბერძნეთის ბინადრობის ნებართვის მიღების კანონში

23/12/2020 წლის Ν 4764 კანონის 156-ე მუხლი ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვებზე (άδεια διαμονής) და მოწმობებზე(βεβαίωση) ახალ რეგულაციებს. კერძოდ, დოკუმენტების მოქმედების ვადა ვრცელდება შემდეგნაირად: ბინადრობის ნებართვებსა (άδεια διαμονής) და მოწმობებს (βεβαίωση), რომლებსაც ვადა გაუვიდათ: Ø 1-1-2020 დან 31-7-2020 მდე ავტომატურად გადავადდა 31-3-2021 მდე ბინადრობის ნებართვებსა(άδεια διαμονής) და მოწმობებს (βεβαίωση), რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან გაუვათ: Ø 1-8-2020 დან 31-3-2021 მდე ავტომატურად გადავადდა 8 თვით (ვადის გასვლიდან 8 თვე) საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტროს (Υπουργείο Μεταναστευτικής Πολιτικής) 30/12/2020 წლის გადაწყვეტილების თანახმად შესაძლებელია ელექტრონულად აიღოთ ბინადრობის ნებართვისა (άδεια διαμονής) და მოწმობის (βεβαίωση) ავტომატურად გადავადების ოფიციალური დოკუმენტი. წერს საბერძნეთის სასამართლოს აღიარებული იურისტი დავიდ დიმიტრიადისი

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!