ახალი წესი თუ როგორ გავა მგზავრი ან მივა აეროპორტამდე საქართველოში

1 თებერვლიდან ახალი რეგულაციის თანახმად თუ თვითმფრინავი, საქართველოში ღამის საათებში ჩაფრინდება, გადაადგილება აეროპორტის ტერიტორიაზე მდგარი სპეციალური ტაქსების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, ხოლო სახლიდან აეროპორტში წასვლისთვის, საშვის მიღებას ცხელ ხაზზე დარეკვით შეძლებენ მსურველები.
რისთვისაც საჭიროა დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე – 144, შემდეგ დააჭიროთ ღილაკს 1 და ოპერატორს აუხსნათ საშვის მიღების მიზეზი. ოპერატორს ჩააწერინებთ: მძღოლის პირად ნომერს, მგზავრის პირად ნომერს და ავტომობილის სახელმწიფო ნომერს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ 144-ზე დღის განმავლობაში უნდა დარეკოთ, როცა ოპერატორები მეტნაკლებად თავისუფლად პასუხობენ.
“საშვს გავცემთ იმ პირებზე, ვინც მიფრინავს და კიდევ მანქანის მძღოლზე. ეს აისახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომელზე წვდომაც საპატრულო სამსახურს აქვს. თუ პატრული გაგაჩერებთ, ეტყვით საკუთარ მონაცემებს, რის შემდეგაც პატრული ნახავს ბაზას და შეამოწმებს, მიდიხართ თუ არა შესაბამისი მიმართულებით და იმყოფებიან თუ არა ავტომობილში მხოლოდ ის პირები, რომლებზეც საშვია გაცემული” – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.