ახდენს თუ არა უარყოფით გავლენას კოვიდ 19-ის ვაქცინა ორსულებსა და ახალშობილებზე

 ახდენს თუ არა უარყოფით გავლენას კოვიდ 19-ის ვაქცინა ორსულებსა და ახალშობილებზე

“ორსულობის დროს გაკეთებული ვაქცინა არ წარმოადგენს რისკს ემბრიონის ან ახალშობილისათვის”_ ამის შესახებ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესორმა ელიას მოსიალოსმა ფეისბუქის პოსტის საშუალებით განაცხადა.
აშშ – ში, V-Safe მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ვაქცინირებულებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეუძლიათ აშშ _ის დაავადებათა კონტროლის ცენტრს (CDC) მიმართონ. შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით, ვაქცინირებულებს შეუძლიათ ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნონ საკუთარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია, რის შემდგომადაც CDC- ს რომელიმე თანამშრომელი მათ დაუყონებლივ დაუკავშირდება.
2021 წლის 16 თებერვლისთვის V-Safe- ში 30 000-ზე მეტი ორსული დარეგისტრირდა. 16,039 ორსული Pfizer ვაქცინით და 14,455 _ Moderna ვაქცინით (ჯამში 30,494) აიცრა. ამ ხნის მანძილზე ვაქცინაციის შემდგომ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით არანაირი განსხვავება 16-დან 54 წლამდე ორსულ და არაორსულ ქალებს შორის არ დაფიქსირებულა. ასევე, არ გამოვლენილა ორსულობისათვის ხელის შემშლელი უარყოფითი მაჩვენებლები.
ამასთანავე, Covid-19 -ზე ვაქცინირებული დედების შემთხვევაში არ დაფიქსირებულა ნაადრევი მშობიარობა, ახალშობილთა თანდაყოლილი ანომალიები, არასაკმარისი განვითარება ან სიკვდილიანობა.

ასევე იხილეთ