ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთის საზღვარი გადასწია

 ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით საფრანგეთის საზღვარი გადასწია

ბელგიელმა ფერმერმა გაუცნობიერებლად საფრანგეთის საზღვარი გადასწია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფერმერს ბელგია-საფრანგეთის საზღვრის აღმნიშვნელი ქვა ტრაქტორით გზის გავლისას ხელს უშლიდა, სწორედ ამიტომ მან იგი საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაადგილა.

ფაქტი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შეამჩნია – ის ტყეში სეირნობდა, როდესაც ბელგია-საფრანგეთის საზღვრის აღმნიშვნელი ქვა 2.29 მეტრით გადაადგილებული ნახა. ფერმერის მოქმედებას საზღვრის ორივე მხარე აჟიოტაჟის ნაცვლად, ღიმილით შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლება ფერმერს თხოვს, რომ ქვა ძველ ადგილას დააბრუნოს.

ასევე იხილეთ