დანია COVID-19-ის პასპორტის სქემის ამოქმედებას იწყებს

 დანია COVID-19-ის პასპორტის სქემის ამოქმედებას იწყებს

დანიამ COVID-19-ის პასპორტის სქემის ამოქმედება დაიწყო, რომელიც ბიზნესს ხელახლა გახსნის საშუალებას მისცეს.

კოვიდ პასპორტი ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული, ან ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, ასევე მათთვის, ვინც ჯერ არ არის აცრილი და გასული 72 საათის განმავლობაში ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდათ.

შესაძლებელი იქნება სერტიფიკატის როგორც დაბეჭდვა, ისე სმარტფონზე ელექტრონული ფორმით ჩამოტვირთვა.

აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მიიღონ გარკვეული ტიპის ბიზნესის მომსახურება, როგორიც არის სილამაზის სალონები, ავტოსკოლები. ქვეყანაში ბიზნესის ნაწილის გახსნა ეტაპობრივად, 21 აპრილიდან უნდა დაიწყოს.

ხოლო მუზეუმების, რესტორნების, თეატრების და კინოთეატრების გახსნა 6 მაისიდან იგეგმება. ქვეყანაში ბიზნესის სრულად გახსნა 21 მაისიდან იწყება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ამ დროისთვის 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მიღებული ექნებათ.

ასევე იხილეთ