დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 21 ივნისამდე გეგმავს

 დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 21 ივნისამდე გეგმავს

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 21 ივნისამდე გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ოთხ ეტაპიანი გეგმა წარადგინა. ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 8 მარტიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე გაიხსნება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, 29 მარტს სპორტული დარბაზები და აუზები, თუმცა დასაქმებულების ნაწილი საქმიანობას დისტანციურად გააგრძელებს.

დიდ ბრიტანეტში კომენდანტის საათის გაუქმებაც დროზე ადრე იგეგმება, 12 აპრილიდან კომედანტის საათის მოხსნასთან ერთად გაიხსნება მაღაზიები და სილამაზის სალონები.

მესამე ეტაპი 17 მაისს დაიწყება და მასობრივი შეკრებები ნებადართული იქნება, ხოლო ბოლო ეტაპზე ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილი იქნება.expressnews.ge

ასევე იხილეთ