დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

 დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა

დღეს დაუმარცხებლად წოდებული გენერლის – გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა, მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.

იგი დაიბადა 1870 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ისეთ საქმეებში როგორიცაა: აქტიური ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ, ბათუმის თურქებისგან გათავისუფლება, გურიის, აფხაზეთისა და სამცხე-ჯავახეთის დაცვა.

გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რეპრესიებს საფრანგეთში გაექცა. ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. იგი, როგორც „მოღალატე“ და „სამშობლოს მტერი“ 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს. გიორგი მაზნიაშვილის საფლავის მდებარეობა დღემდე უცნობია.

ასევე იხილეთ