ევროპის რომელი ქვეყნები აგრძელებენ Astrazeneca-ს ვაქცინით აცრებს

 ევროპის რომელი ქვეყნები აგრძელებენ Astrazeneca-ს ვაქცინით აცრებს

ევროპის მედიკამენტის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც AstraZeneca -ს ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და თრომბს არ იწვევს, გადაწყვეტილება აღნიშნული ვაქცინის შეჩერების შესახებ რამდენიმე ქვეყანამ შეცვალა.
AstraZeneca_ს ვაქცინით აცრებს ჩვეულებრივ გააგრძელებენ შემდეგი ქვეყნები : გერმანია, ესპანეთი, ბულგარეთი, შვედეთი, ლატვია, იტალია და კვიპროსი.
ევროპის მედიკამენტის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გერმანიის ჯანმრთელობის ფედერალურმა მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა, რომ გერმანია 19 მარტიდან კვლავ გააგრძელებს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრებს.
ბატონმა სპანმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ AstraZeneca – ს ვაქცინაციისთვის ოთხი დღე დაიკარგა და დასძინა, რომ დაკარგული დრო უნდა ანაზღაურდეს და პროცესი სწრაფად უნდა წარიმართოს.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ესპანეთი,პორტუგალია და ნიდერლანდები ვაქცინაციას მომავალი კვირიდან განაახლებენ.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის კაროლინა დარიას განცხადებით, ვაქცინაცია მომავალი ოთხშაბათიდან გაგრძელდება, მანამდე კი ხელისუფლება გადაწყვეტს, მოსახლეობის რომელ ჯგუფს ჩაუტარდება აცრა აღნიშნული ვაქცინით.
პორტუგალიაში AstraZeneca_ს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს 173 000 ადამიანს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას. პორტუგალიაში ვაქცინაცია AstraZeneca_ს ვაქცინით ორშაბათიდან გაგრძელდება.
მომავალი კვირიდან განაახლებენ ამავე ვაქცინით აცრებს ნიდერლანდებში.
რაც შეეხება ბულგარეთს, აქ ვაქცინაცია დღეიდან გაგრძელდება.
ბულგარეთის მედიკამენტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გამოძიებამ ბულგარელი ქალის გარდაცვალების ფაქტსა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი კავშირი ვერ აღმოაჩინა.
ირლანდია გადაწყვეტილებას, გააგრძელებს თუ არა AstraZeneca_ს ვაქცინის გამოყენებას, დღეს კიდევ ერთხელ განხილვის შემდეგ გაასაჯაროებს.
შვედეთის განცხადებით კი, მათ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.
ვაქცინაციას AstraZeneca-ს ვაქცინით ლატვია და ლიტვა დღეიდან განაახლებენ. ამის შესახებ ბალტიის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროები აცხადებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის განცხადებით კი დღეიდან ქვეყნის ყველა ვაქცინაციის ცენტრში, AstraZeneca-ს ვაქცინის ადმინისტრირება ჩვეულებრივ განახლდება.
ასევე, დღეიდან გაგრძელდება AstraZeneca-ს ვაქცინაცია კვიპროსში.

ასევე იხილეთ