ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქციები მოჰყვა

 ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქციები მოჰყვა

ენგურზე მომხდარ ტრაგედიას, თბილისსა და ზუგდიდში, აქციებით გამოეხმაურა ,, სირცხვილიას“ წევრები.

ორგანიზაციის აქტივისტებმა პლაკატებით “კარანტინი კლავს” ,” შეწყდეს დევნილების დევნა” პროტესტი გამოხატეს.

აქტივისტების განცხადებით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.

შეგახსენებთ, დღეს ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა მეოთხე გარდაცვლილი კი დღის ბოლოს სოფელ ორსანტიაში იპოვეს. 

ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე გადმოსვლას, ე.წ გამშვები პუნქტის გვერდით ავლის ცდილობდნენ.

მომხდარზე გამოძიება 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

ასევე იხილეთ