ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

 ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში მდინარეში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სამი ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მაშველები მეოთხე პირსაც ეძებდნენ. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა.

გარდაცვლილია გალის რაიონის 4 მკვიდრი, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადასვლას. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაკეტილია და მოქალაქეების დიდ ნაწილს გადაადგილება აკრძალული აქვს.

წყარო – რუსთავი2

ასევე იხილეთ