ერთადერთი ეკლესია საბერძნეთში, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს

 ერთადერთი  ეკლესია  საბერძნეთში, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს

მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ საბერძნეთი გამორჩეულია ქრისტიანობის დიდი ისტორიით. აქ ბევრია განსაკუთრებული ისტორიისა და არქიტექტურის მქონე ეკლესია თუ მონასტერი. ბევრი მათგანი ტრადიციულად, ციცაბო ადგილებშია აშენებული.
თუმცა მათ შორისაა ტაძრები, რომლებიც თავისი უნიკალურობით გამორჩეულია. ერთ-ერთი მათგანია პატარა ეკლესია კუნძულ ლიმნოს მთის წვერზე, რომელიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს. ტაძარს არც ჭერი და არც კედლები არა აქვს.
ეს გამორჩეული არქიტექტურის მქონე სამლოცველო ”პანაღია კაკავიოტისა” სახელით არის ცნობილი. მისი ისტორია 1300 წლიდან იწყება, როცა ბერებმა სამლოცველოდ ეს ადგილი აირჩიეს. 1305 წელს კი ეკლესია მეგისტის ლავრის მონასტრის საკუთრება გახდა. ამ დროს აგიოს ეფსტრაციონის ბერები, რომლებიც ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ, სამლოცველოში დასახლდნენ, რათა თავი თურქების დარბევისგან დაეცვათ. წლების გასვლასთან ერთად ბერები თანდათან აღესრულნენ. უკანასკნელმა ბერმა კი გადაწყვიტა ლიმნოსი დაეტოვებინა და ათონის მთაზე წასულიყო. სამლოცველოში სხვა ბერები აღარ დასახლებულან, თუმცა აქაურობა დარჩა, როგორც კუნძულის ღირსშესანიშნაობა. “პანაღია ტის კაკავიოტისას” სამლოცველო სიწმინდეა ყველასთვის, ვისაც განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და ლოცვა სურს.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!