ვაქცინაცია, 500 ევროს ჯარიმები, და დახმარებები უმუშევრებისთვის რას უნდა ველოდოთ მომავალ დღეებში?კირიაკოს მიცოტაკისმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა ახალი რეგულაციები

 ვაქცინაცია, 500 ევროს ჯარიმები, და დახმარებები უმუშევრებისთვის რას უნდა ველოდოთ მომავალ დღეებში?კირიაკოს მიცოტაკისმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა ახალი რეგულაციები

პრემიერ მინისტრმა ეროვნულ დელეგაციას გააცნო მთავრობის პოლიტიკა პანდემიის მართვის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ დებატები მოითხოვა ბ-ნ მიცოტაკისმა და გამოიყენა პარლამენტის რეგლამენტის 142ე მუხლი.

 

პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ვაქცინაციის კამპანია “ელეფთერია” ს შესახებ ისაუბრა.

 

ვაქცინებთან დაკავშირებით მან თქვა:

 

”აპრილიდან როდესაც მეტი ვაქცინა დამტკიცდება, ვფიქრობ, რომ მეტი ვაქცინა გვექნება, ვიდრე საჭიროა. ახლა ჩვენ იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე გვჭირდება, ეს ეხება ყველა ქვეყანას. ამიტომ, უნდა გამოვიჩინოთ სიმკაცრე პრიორიტეტების მინიჭებისას.

500 ევროს ჯარიმა ზომების შეუსრულებლობისთვის

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარიმა კორონავირუსის ზომების შეუსრულებლობისთვის 500 ევროს მიაღწევს, რომელიც დღემდე 300 ევრომდე ოდენობის არის.

კიდევ ორი ​​დახმარება

”დღეს მე პირველ რიგში ვაცხადებ, რომ პროფესიული საქმიანობისთვის ქირავნობის 80% -ით დაფარვა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა.”

მეორე კი, უმუშევრებისთვის ყველა სარგებელი ორი თვით გაგრძელდება.

ასევე იხილეთ