თამთას ვიდეო კლიპმა საბერძნეთში 2020წლის საუკეთესო ვიდეო კლიპის წოდება მიიღო

 თამთას ვიდეო კლიპმა საბერძნეთში 2020წლის საუკეთესო ვიდეო კლიპის წოდება მიიღო

ქართული წარმომავლობის ბერძნული ესტრადის პოპ ჟანრის ვარსვკლავი თამთა გოდუაძე 2020წლის Mad Video Music Awardsის ჯილდო მიიღო ნომინაციაში წლის საუკეთესო ვიდეო კლიპი მის სიმღერაზე სენიორიტა რომელსაც ასრულებს დუეთში საბერძნეთის რეპის ამომავალ ვარსკვლავთან სნიკთან. აღნიშნულ ვიდეო კლიპს 37 მილიონამდე ნახვა აქვს რეპერ სნიკის ოფიციალურ არხზე.

იხილეთ ვიდეო:

წელს დაჯილდოების ცერემონიალს მაყურებელი იხილავს ახალი წლის დასაწყისში და კონკრეტულად 2021 წლის 2 იანვარს 21:00 საათზე. წელს რიგითი მე -17 Mad Video Music Awards დაჯილდოება საბერძნეთის ორი ტელეარხის Madის და MEGA-ს თანამშრომლობით იმართება მაღალი სტანდარტის წარმოებისა და იმიჯის თვალსაზრისით, საბერძნეთის ტელევიზიიაში პირველად ARRI ALEXA ფილმის ტიპის კამერებით იქნა გადაღებული .

თამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა საბერძნეთში ჩამოსვლისას. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!