კომპანია ,,INEX GROUP S.A“ -ს ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია

 კომპანია ,,INEX GROUP S.A“ -ს ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია

,,ექსკლუზივი TV”- ის ინფორმაციით, კომპანია ,,INEX GROUP S.A“ -ს ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.

ბერძნულ კომპანია – “INEX GROUP S.A” და “საქართველოს ფოსტას” შორის მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში “საქართველოს ფოსტის” იურისტებმა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეძლეს  საბერძნეთის იურისდიქციის სასამართლოში საქართველოში მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით ბერძნული კომპანიის – “INEX GROUP S.A”-ს აქტივების დაყადაღება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ასევე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სამართლის განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკის დაახლოებისთვის.

აღნიშნულ სასამართლო საქმეში  მხარეებს წარმოადგენენ  შპს “საქართველოს ფოსტა” და “INEX GROUP S.A”.

დავის საგანს წარმოადგენს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბერძნულ კომპანიას შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ დაეკისრა თანხის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს “საქართველოს ფოსტის” მოთხოვნა და სწორედ ეს მოთხოვნა იქნა უზრუნველყოფილი  საბერძნეთის სასამართლოს მიერ.

ასევე, აღსაღნიშნია, კიდევ ერთი ქართული სასამართლოს საქმე, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების ცნობაც წარმატებით მოხდა საბერძნეთის საამართლოს მიერ. კერძოდ, აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეს ასევე წარმოადგენდა შპს „საქართველოს ფოსტა“ და მოპასუხეებს ფიზიკური პირი ნუგზარ გაშიმბაგიაზიდის და კომპანია ნუგზარ გაშიმბაგიაზიდის ათანასიოს (Nugzar Gasibagiatzidis Atanasios ltd იგივე ,,ნუგზარი ტური“). ბერძნულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა შპს „საქართველოს ფოსტის“ შუამდგომლობა და დავალიანების დაკისრების შესახებ ქართული კომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სრულად ცნო და აღასასრულებლად მიაქცია საბერძნეთის ტერიტორიაზე.

ეს არის უაღრესად საყურადღებო პრეცედენტები, როდესაც ქართული სასამრთლოს საქმის განხილვის დახმარება და მხარდაჭერა ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიიდან “INEX GROUP S.A” – თანხები ირიცხება საბერძნეთის ბიუჯეტში, „საქართველოს ფოსტიდან“ კი საქართველოს ბიუჯეტში.

 

 

ასევე იხილეთ