ინტერი ჩემპიონია! მილანში, დუომოს მოედანზე 10 ათასმა ფანმა ქალაქი ბრძოლის ველს დაამსგავსეს

 ინტერი ჩემპიონია! მილანში, დუომოს მოედანზე 10 ათასმა ფანმა ქალაქი ბრძოლის ველს დაამსგავსეს
ინტერი ჩემპიონია! დუომოს მოდანზე 10 ათასმა ფანმა, ყველანაირი დისტანციური ზომებისა და კანონების დარღვევით მოიყარა თავი და ქალაქი ბრძოლის ველს დაამსგავსეს, თუმცა ასეთი გამარჯვებების შემდეგ მსგავსი ორომტრიალი სამწუხაროდ კანონზომიერია ხოლმე. 
იტალიის ჩემპიონის ვინაობა, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა ცნობილი. გამარჯვებული, ანტონიო კონტეს მილანის „ინტერი” გახდა ! გუნდი, იტალიის ჩემპიონის ტიტულს, ბოლოს 2010 წელს ფლობდა.
2011 წელს ჩემპიონობა „მილანმა” ჩამოართვა. შემდეგ კი, ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაში „იუვენტუსი” არ თმობდა პირველობას.
“ინტერი” უწყვეტად ასპარეზობს იტალიის სერია A-ში.
იტალიის სერია A – ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური უმაღლესი საფეხბურთო ლიგაა იტალიური კლუბებისთვის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იტალიის ჩემპიონატია, რომლის გათამაშებაშიც ქვეყნის ოცი გუნდი ასპარეზობს. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.
სერია A_ს გათამაშებას ხშირად ”სკუდეტო”_ს უწოდებენ.
იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებული კლუბი ტურინის “იუვენტუსია”, რომელმაც ტურნირი 35-ჯერ მოიგო. იუვენტუსის შემდეგ სკუდეტოების რაოდენობით მოდიან მილანური გუნდები – “მილანი” და “ინტერი”.
ათჯერ ჩემპიონობის შემთხვევაში, გუნდს უფლება ეძლევა კლუბის ლოგოს თავზე პატარა ოქროს ვარსკვლავი ატაროს. ამგვარად, “იუვენტუსი” სამ, ხოლო “მილანი” და “ინტერი” თითო-თითო ვარსკვლავს ფლობს. მეორე ვარსკვლავამდე გუნდებს სულ ცოტა უკლია.
ჰოოდა, გუშინ, იუვენტუსის” ცხრაწლიანი ჰეგემონიის შემდეგ იტალიის ჩემპიონი – მილანის „ინტერი” გახდა და გამოვარდა ათასობით ქომაგი ქალაქში. იყო დიდი ზარ-ზეიმი და მხიარულება, ბედნიერი წუთები გამარჯვებისა ამ ჩაკეტილ სამყაროში.
ქომაგებმა ერთიანად გამოუშვეს თითქმის ორწლიანი დაგროვილი ენერგია გარეთ, რამაც უდიდესი პროტესტიც გამოიწვია იმავდროულად, რადგან მხოლოდ დუომოს მოდანზე 10 ათასმა ფანმა მოიყარა თავი, ყველანაირი დისტანციური ზომებისა და კანონების დარღვევით და ერთ დიდ ბრძოლის ველს დაამსგავსეს ქალაქი. თუმცა ასეთი გამარჯვებების შემდეგ მსგავსი ორომტრიალი სამწუხაროდ კანონზომიერია ხოლმე.
ისევ გუნდს რომ დავუბრუნდეთ, მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, კარიერაში ისტორიული მიღწევა დააფიქსირა – ისტორიაში რიგით მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ‘სკუდეტოს’ მოგება მოახერხა როგორც ტურინის “იუვენტუსის”, ისე “ნერაძურის” სპეციალისტის რანგში.
გუნდმა, ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ სერია ა_ს მოგების შემთხვევაში, ფეხბურთელები ბონუსებზე უარს იტყოდნენ, რითაც კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდნენ.
პანდემიის გამო გუნდმა 70 მილიონი ევროთი ნაკლები მიიღო, ვიდრე წინა წელს. მართალია კლუბის ჩინელმა მფლობელებმა 700 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელეს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ხარჯების შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ჩემპიონობა კარგია, მაგრამ როგორც ჩანს “ინტერს” ხელფასების შემცირება მაინც მოუწევს.
იცვლება დრო, ტენდენციები, კაპიტალის ბრუნვა.
პირველი პრეზიდენტი ‘ინტერისა’, რომელიც 1909 წელს შეიქმნა, კარლო დე მედიჩი იყო, დღეს კი მისი მფლობელი ახალგაზრდა ჩინელი მილიონერი სტივენ ჯანგია, რომლის გაოგნებული სახის ფოტოც გამარჯვების შემდეგ – უფრო სწორად თვალების, ვირუსულად მოედო ინტერნეტ სივრცეს.
ვულოცავ “ინტერს”!
მალე მეორე ვარსკვლავი მიგველოცოს

წყარო: Milano  – ინგას მილანი

exclusivetv.ge

ასევე იხილეთ