ირაკლი შოთაძე, აშშ-ს საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლადდანიშნულ სამართლებრივ ატაშესს  შეხვდა

 ირაკლი შოთაძე, აშშ-ს საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლადდანიშნულ სამართლებრივ ატაშესს  შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლადდანიშნულ სამართლებრივ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და ყოფილ ატაშეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ირაკლი შოთაძე აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლადდანიშნულ სამართლებრივ ატაშეს, ჰეზერ ბერგს და გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ყოფილ ატაშეს, დიეპ შუმეიკერს შეხვდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები. ირაკლი შოთაძემ ყოფილ სამართლებრივ ატაშეს მადლობა გადაუხადა ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ასევე იხილეთ