იტალიაში შეზღუდვების ახალი დეკრეტი ამოქმედდა

 იტალიაში შეზღუდვების ახალი დეკრეტი ამოქმედდა

იტალიაში დღეიდან ახალი დეკრეტი ამოქმედდა.  განახლებული რეგულაციები იტალიის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. დეკრეტი ძალაში 5 მარტამდე დარჩება.

რეგიონებს შორის აკრძალულია მიმოსვლა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (სამსახური,ავადმყოცობა). გადაადგილებისას სავალდებულოა ავტოსერთიფიკატი.

მუზეუმები გაიხსნება, მხოლოდ ყვითელ და რა თქმა უნდა თეთრ ზონაში, სამუშაო დღეებში, წინასწარი დაჯავშნის მექანიზმით.

ევროკავშირის წევრ ქვეყნიდან შემოსვლის შემთხვევაში, საჭიროა 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან 5 მარტამდე ყველანაირი სახის ტრანსპორტით მიმოსვლა აკრძალულია.

ნარინჯისფერ, ყვითელ და წითელ ზონას ემატება ახალი, “თეთრ ზონა“,  რომელიც განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმით: ინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-ს 100,000 მოსახლეზე.

მაღალი კლასის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელსაც Dpcm ორშაბათიდან ითვალისწინებს (გარდა წითელი ზონისა) 50% – დან 75 % დასწრებით განაახლებენ სწავლას.

მეგობრებისა და ოჯახის წევრებს შორის ვიზიტი შესაძლებელია შეზღუდვებით. სტუმრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ადამიანს. მშობლებთან სხვა რეგიონში წასვლა, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა,  დაშვებული არ არის.

ბარების და რესტორნების დიდი ნაწილი კვლავ დაკეტილი იქნება წითელ და ნარინჯისფერ ზონაში(დაშვებულია ადგილზე მიტანის სერვისი).

ბარები, რესტორნები, ნაყინის მაღაზიები, საკონდიტრო მაღაზიები 18: 00 საათამდე იმუშავებენ, სუფრაზე ყოფნის არაუმეტეს 4 ადამიანისა.

გადაადგილება აკრძალულია 22:00 სთაათიდან – 05.00 სთაათამდე.

წყარო: italinfo.Ge

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!