იტალიაში 11 პირი კარტის თამაშის გამო დააჯარიმეს

 იტალიაში 11 პირი კარტის თამაშის გამო დააჯარიმეს

იტალიური მედიის ცნობით, ტარანტოს პროვინციის ქალაქ ლატერცაში ადგილობრივმა პოლიციამ 11 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული პირები ერთ-ერთი მათგანის კერძო საკუთრებაში იყვნენ შეკრებილი და კარტს თამაშობდნენ. ისინი ასევე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების დარღვევის გამო, რომლის თანახმად იტალიაში ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია, პოლიციამ თერთმეტივე პირი 4 400 ევროთ დააჯარიმა.

ხათუნა შარაძე

ასევე იხილეთ