იტალია: დამსაქმებელის და დასაქმებულის უფლება-მოვალეობანი

 იტალია: დამსაქმებელის და დასაქმებულის უფლება-მოვალეობანი

იტალიის რესპუბლიკაში ემიგრაციაში მყოფი ქართველების უმრავლესობა ოჯახში გახლავთ დასაქმებული. მათი საქმიანობის ძირითად ნაწილს, მოხუცის მოვლა შეადგენს.

Exclusive.tv – მკითხველს ტერმინთა განმართებას სთავზობს:

Badante – არის შინამოსამსახურის ის კატეგორია, რომელიც მუშაობს და დახმარებას უწევს პიროვნებას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ან ხანდაზმულობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა.  Colf გახლავთ შინამოსამსხაურე, რომელიც დასაქმებულია საოჯახო საქმიანობის (დალაგება, დასუფთავება) მიზნით.

ეს ტერმინები წარმოიშვა ორი სიტყვის გაერთიანებით – collaboratore familiare და ნიშნავს შინა მოსამსახურეს ანუ ოჯახის დამხმარეს. ხშირად ეს ტერმინები სამუშაოს კლასიფიცირების ფონზე ერევათ, რაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პრობლემურ გარემოებას ქმნის.

სამუშაო საათების ხანგრძლივობა, დამსაქმებლის ოჯახში მცხოვრებ შინამოსამსახურესთვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 54 საათზე მეტს და დღიურად 10 საათს ზედი-ზედ. იმ შინამოსამსახურეთა სამუშაო საათები, რომლებიც არ ცხოვრობენ დამსაქმებელთან არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. თუმცა სამუშაო საათების რაოდენობა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. 

საერთაშორისო ნორმები და კანონმდებლბა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დამსაქმებლის (datore di lavoro) მიერ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოს შექმნას.

კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამსაქმებელი არა მარტო ვალდებულია შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობსთვის, არამედ მიაწოდოს დასაქმებულს ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს დასაქმებულის ჯანმრთელობაზე.

დამსაქმებელი ვადებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!