იტალიის ქალაქ ბარის საემიგრაციო პოლიციის განყოფილება დაიხურა

იტალიის ქალაქ ბარში და ბარს დაქვემდებაებულ ქალაქებში მცხოვრები ქართელი ემიგრანტების საყურადღენოდ. დაიხურა პოლიციის საიმიგრაციო ოფისი. – ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იტალიის პროფკავშირების “ანოლფი“-ს ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო www.borderline24- ს ცნობით ბარის პოლიციის შტაბის საემიგრაციო განყოფილებამ, ბინადრობის ნებართვების გაცემა და განახლება დროებით შეაჩერა. დახურვის მიზეზი, საიმაიგრაციო განყოფილების ერთ-ერთი თამანშრომლის კოვიდ ვირუსით დაინფიცირება გახლავთ, რის გამოც აუცილებელი გახდა საკარანტინო წესების დაცვა.
ბარის პოლიციის საემიგრაციო განყოფილება 5 მარტის შემდეგ განაახლებს მუშაობას.
იმ პირებს, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ შეხვედარა, მათ საიმიგრაციო განყოფილების თანამშრომლები ტელეფონით დაუკავშირდებიან და ახალი შეხვედრის დღეს დაუნიშნავენ.
ხათუნა შარაძე