იტალიის ციხეებში, Covid-19-ით ინფიცირების  რიცხვი იზრდება

 იტალიის ციხეებში, Covid-19-ით ინფიცირების  რიცხვი იზრდება

იტალიაში, პულიის რეგიონის ციხეებში, Covid-19-ით ინფიცირების  რიცხვი იზრდება, – ამის შესახებ ინფრომაციას სააგენტო “lagazzettadelmezzogiorno“ ავრცელებს.

სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის დეპარტამენტი, ციხეებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით ანგარიშს ავრცელებს.

პულიის ციხეებში კოვიდ დადებითი შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება. ვირუსით ინფიცირება ოთხი დღის განმავლობაში 99 – დან 115 – მდე გაიზარდა ციხის პოლიციის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის. კერძოდ, ვირუსით დაინფიცირდა 45 პატიმარი, 66 პოლიციელი და 4 ზედამხედველი.

ყველაზე მეტი შემთხვევაა ლეჩეს ციხეში დადასტურდა – 27 ინფიცირებული (7 პატიმარი და 21 პოლიციელი), სან სევეროში 23 შემთხვევა (18 პატიმარი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშია მოთავსებული და 5 პოლიციელი), ფოჯა 17 შემთხვევა (ერთი პატიმარი, ერთი ადმინისტრაციული თანამშრომელი და 15 აგენტი).

ბარის და ტარანტოს ციხეებში 16 შემთხვევა (ბარში 9 პატიმარი და 7 პოლიციელი; 8 პატიმარი, 2 ადმინისტრაციული თანამშრომელი და 6 აგენტი ტარანტოში).

Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ