იტალიის 13 მუნიციპალიტეტი დღეიდან წითელ ზონაში გადადის

 იტალიის 13 მუნიციპალიტეტი დღეიდან წითელ ზონაში გადადის

ბაზილიკატას რეგიონის 13 მუნიციპალიტეტი წითელ ზონაში გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “notizie.it“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბაზილიკატას გუბერნატორმა, ვიტო ბარდიმ ხელი ორ განკარგულებას მოაწერა. ინფექციების ზრდის გამო, ბაზილიკატას რეგიონის ცამეტი მუნიციპალიტეტი წითელ ზონაში ბრუნდება. ტერიტორიის დარჩენილი ნაწილი, როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ISS მონიტორინგის საფუძველზე, ნარინჯისფერ ზონაში დარჩება. წითელ ზონაში ბრუნდება შემდეგი მუნიციპალიტეტებია: Abriola, Atella, Castelluccio Inferiore, Castelluccio Superiore, Castelmezzano, Filiano, Lavello, Rionero, Craco, Caraguso, Balvano, Tolve e Montalbano Jonico. ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში წითელი ზონის შეზღუდვების წესები დღეს 3 მაისს ამოქმედდა და   9 მაისამდე გაგრძელდება.

exclusivetv.ge

მარიამი ცენტერაძე

ასევე იხილეთ