იტალიის 180-ზე მეტი საავადმყოფო ქალთა ჯანმრთელობის თემაზე, უფასო კონსულტაციებისთვის კარებს ხსნის

 იტალიის 180-ზე მეტი საავადმყოფო ქალთა ჯანმრთელობის თემაზე, უფასო კონსულტაციებისთვის კარებს ხსნის

იტალიის 180-ზე მეტი საავადმყოფო “Bollini Rosa“-ს ქალთა ჯანმრთელობის თემაზე უფასო კონსულტაციებისთვის კარებს ხსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “VivivCastellanaGrotte“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქალთა ჯანმრთელობის კუნსულტაციებზე “H-Open Week“-ი 2021 წლის 19 აპრილს დაიწყება 25 აპრილამდე გასტანს.

აქცია ქალთა ჯანმრთელობის ეროვნული დღის აღსანიშნავად, ტარდება, რომელსაც იტალაიში 22 აპრილს აღნიშნავენ.

ქალაქ ბარის ASL შეუერთდა ალტამურას- ს და სან პაოლო ბარის, სადაც დაგეგმილია უფასო ინსტრუმენტული ვიზიტები და გამოკვლევები, სატელეფონო კონსულტაციები, ღონისძიებები და დისტანციური და პირისპირ ინტერვიუები.

აქ მოცემულია რამდენიმე შემოთავაზებული ინიციატივა:

გენდერული ძალადობა პანდემიის დროს – (19-25 აპრილი)
ვიდეო შეხვედრა ყველა ქალისთვის, დოქტორი ვალერია სკარდინიო, C.A.V. – პანდორას ასოციაცია;

საკუთარი თავის დაცვა – გაუპატიურების ან ძალადობის საწინააღმდეგო ძირითადი ტექნიკა – (19-25 აპრილი)
საბრძოლო ხელოვნების ოსტატის ჯოვანი დე სეგლიას ვიდეო-გაკვეთილი.

გზა ძალადობის მსხვერპლთათვის და პათოლოგიური დამოკიდებულებისგან დაზარალებული სუბიექტების შეურაცხყოფა.

ქალთა ინტიმური კეთილდღეობა: როგორ გაუმკლავდეთ ცვლილებებს
ენერგიულ ქალთა ასოციაციის ექსპერტებთან ვიდეო – ინტერვიუები

კორონავირუსის დროს მიღებული სამუშაო სტრესი – (22 აპრილი)

პაპ ტესტები, გინეკოლოგიური ვიზიტები და სატელეფონო კონსულტაციები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: პუტინინაო, კატელანა გროტე, ნოჩი, ალბერობელო, კაზამასიმა, ჯოია დელ კოლო, ტური და სანმიკელე დი ბარიში (Putignano-Castellana Grotte, Noci-Alberobello, Casamassima, Gioia del Colle, Turi და Sammichele di Bari).

ულტრაბგერითი გამოკვლევები, ფსიქოლოგიური კონსულტაცია, დიეტური რჩევები
პუტინიანოს “სანტა მარია დეგელი ანჯელის“ საავადმყოფოს სპეციალისტების ჩართულობით

კარდიოლოგიური ვიზიტი (20-21-23 აპრილი)
გულსისხლძარღვთა რისკის სკრინინგი და შეფასება “პროჯეტო დონა”ს – მომსახურება, რომელიც განკუთვნილია 40-დან 60 წლამდე ქალებისთვის), ფალაკარას საავადმყოფოს ამბულატორიულ კლინიკაში – ტრიჯანო.

ღია კარის განმავლობაში შემოთავაზებულ სერვისებზე წვდომისთვის საჭიროა დაუკავშირდეთ “ONDA“- ვებსაიტს და მიჰყევით მითითებებეს.

Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ