„კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და სანდო მეგობარი“ – ასევე გაიგეთ როგორია ნოე სულაბერიძე სამსახურში და სახლში

 „კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და სანდო მეგობარი“ – ასევე გაიგეთ როგორია ნოე სულაბერიძე სამსახურში და სახლში

,,ექსკლუზივი TV“-ის რუბრიკის სტუმარია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე.

ნოე 30-ზე მეტი რეიტინგული ტელეპროექტის ავტორია, მათ შორის არის, ,პრაიმშოუ“, ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, ,,ორი ვარსკვლავი, ,,სიცრუის დეტექტორი” და სხვ.  სულ ახლახანს პროდისუსერი მაყურებელის წინაშე ახალი პროექტით წარსდგა – „ნოესთან“, ასე ჰქვია  გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ ყოველ კვირას გადის.

ნოე სულაბერიძეს თავისი საპროდიუსერო სკოლაც აქვს, სადაც პროდიუსინგისა და სატელევიზიო წარმოების, მარკეტინგის, კომუნიკაციისა და გაყიდვების, ასევე, ციფრული მედიის ფუნქციონირების თანამედროვე მეთოდებს ასწავლის.

ნოე,  რა შეცვალა პანდემიამ თქვენს საქმიანობაში და ზოგადად, სატელევიზიო სივრცეში?

 პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ტელევიზიის მნიშვნელობა და როლი ადამიანებისთვის. ლოქდაუნის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა ტელევიზორის ყურება და ჩვენც, ბუნებრივია, ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით გავუმარტივოთ ადამიანებს ყოფა

თქვენს ახალ გადაცემაში ,,ნოესთან“ მაყურებელმა უკვე იხილა, როგორც სახელოვნებო სფეროს, ასევე მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, მოიწვევთ თუ არა სტუმრებს ოპოზიციიდან?

 რა თქმა უნდა იქნება. ეს გადაცემა ყველასთვის არის ღია.

 ჩვენი გვერდის მომხმარებელთაგან ბევრი ემიგრანტია. ისინი აქტიურად ადევნებენ თვალს თქვენს პროექტებსაც. რას ურჩევდით ემიგრანტებს?

 ემიგრანტებს არ ვიცი რა შეიძლება ვურჩიო. მხოლოდ შემიძლია ვუსურვო წარმატება საკუთარ საქმიანობებში და მალე დაბრუნება მშობლიურ საქართველოში – ქვეყანაში გაუმჯობესებული პირობებით. საქართველოს ყველა თავის შვილი სჭირდება და ჩემი პატივისცემა ყველა ემიგრანტს თავიანთი შრომისთვის. ზუსტად ვიცი, რის ფასად ხდება ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში.

ერთი სიტყვით რომ გვითხრათ, როგორია ნოე სულაბერიძე –

როგორც მოქალაქე?

კანონმორჩილი.

მეუღლე?

მზრუნველი.

 მამა?

ამაყი.

მეგობარი?

სანდო.

 უფროსი?

მომთხოვნი.

თანამშრომელი?

კოლეგიალური.

 ლექტორი?

ინოვაციური.

სამსახურში?

მცხოვრები.

სახლში?

ბედნიერი.

 

ასევე იხილეთ