კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია

 კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. როგორც “რუსთავი 2-ს” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტი იმდენად მძიმეა, რომ მედიკოსები წნევას მედიკამენტების დახმარებით არეგულირებენ.

“კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის. არ შეიძლება პაციენტის მდგომარეობაზე დეტალურად საუბარი,”-განმარტავს ლალი ტურძელაძე.

კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ბოლო თვენახევარია მკურნალობს.

ასევე იხილეთ