კვიპროსის მცხოვრებნი ევროვიზიაზე წარსადგენ სიმღერას აპროტესტებენ

 კვიპროსის მცხოვრებნი ევროვიზიაზე წარსადგენ სიმღერას აპროტესტებენ

 

  • კვიპროსზე მცხოვრებმა მართლმადიდებელმა ახალგაზრდებმა ევროვიზიაზე მათი ქვეყნის სახელით წარსადგენი სიმღერა “El Diablo ” გააპროტესტეს. ისინი თვლიან, რომ აღნიშნული სიმღერა ბნელი ძალების Ჰიმნია, რომელიც სიბნელის მიმართ ადამიანის მორჩილებას ასახავს. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ეს კვიპროსის მოსახლეობას შეურაცხყოფს, ამიტომ სიმღერის შეცვლას კატეგორიულად მოითხოვენ.
    საკონკურსო სიმღერის გასაპროტესტებლად მშვიდობიანი აქცია გაიმართა,სადაც მონაწილეები ჯვრებითა და ბანერებით ხელში გამოვიდნენ. ბანერებზე გამოსახული იყო შემდეგი წარწერები: “ჩვენ გვიყვარს ქრისტე”, “მონანიება” და ა.შ.
    გაუთვალისწინებელი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად აქციის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ასევე იხილეთ