კიმ კარდაშიანი Forbes-მა მილიარდერების რეიტინგში შეიყვანა

 კიმ კარდაშიანი Forbes-მა მილიარდერების რეიტინგში შეიყვანა

facebook-ის განცხადებით, “ქართულ მარშთან” დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 11 ინსტაგრამ ანგარიში წაიშალა. მათივე ცნობით, ეს გვერდები ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ წაშალეს.

როგორც Facebook-ის განცხადებაშია აღნიშნული, მათმა გამომძიებლებმა იპოვეს კავშირები კონკრეტულ ინდივიდებს, ქართულ მარშსა და მის ახალგაზრდულ ფრთას შორის.

წაშლილი გვერდებიდან რამდენიმე “ქართული მარშის” ოფიციალური გვერდი და მათივე ლიდერის ირაკლი შიხიაშვილის არააქტიური გვერდი იყო.

კიდევ ერთი წაშლილი გვერდია “მარში ტვ” (March TV), რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და ქართულ მარშთან აფილირებული მაუწყებლობა დააანონსა.

DFRLab-ის გამოძიების თანახმად, ამ გვერდზე აზიარებდნენ მასალებს “ქართული მარშის” ოფიციალური გვერდიდან და ასევე, მართავდნენ ორ საჯარ ჯგუფს – საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები (Madhouse, Bats, Eccentrics) and ყიდვა გაყიდვა საქართველოში (Buy and Sell in Georgia).

ასევე იხილეთ