კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ როგორია ანტისხეულების წარმოქმნის ალბათობა სხვადასხვა ასაკში

 კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ როგორია ანტისხეულების წარმოქმნის ალბათობა სხვადასხვა ასაკში

სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 25-67 წლის პაციენტებში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები 90% – ზე მეტ შემთხვევაში წარმოიქმნება. ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ კი ანტისხეულები ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა წარმომადგენლის ორგანიზმში ვითარდება.
რაც შეეხება 85 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები მათ მეორე დოზის მიღების შემდეგ უვითარდებათ და ეს პროცესი ამ ასაკის ადამიანების 45%-ში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში კვლევის საკითხს SARS-COV 2ის მიმართ ვაქცინის იმუნიტეტი წარმოადგენს. მეცნიერები დაინტერესებულები არიან, როგორია ანტისხეულების წარმოქმნის პროცესი და მისი მდგრადობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში.
საბერძნეთში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 70 წელს გადაცილებულ პირთათვის ”Pfizer/BioNTech” კომპანიის BNT 162b2 ვაქცინით მიმდინარეობს. ხოლო 60-65 წლის ასაკში მყოფი მოქალაქეები AstraZenea – ს ვაქცინით იცრებიან.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!