ლედი გაგა მზადაა ნახევარი მილიონი გადაუხადოს მას, ვინც ორ ბულდოგს დაუბრუნებს

 ლედი გაგა მზადაა ნახევარი მილიონი გადაუხადოს მას, ვინც ორ ბულდოგს დაუბრუნებს

ცნობილი მომღერლის ლედი გაგას ძაღლები გაიტაცეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მწვრთნელს სამი ფრანგული ბულდოგი კოჯი, გუსტავო და მისს აზია გასასეირნებლად ჰყავდა გაყვანილი. გამტაცებლებმა მწვრთნელს ოთხჯერ ესროლეს და ორი ძაღლი BMW- ს მარკის თეთრი ავტომობილით გაიტაცეს.
მწვრთნელი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ ძებნის შემდეგ მხოლოდ ერთ ძაღლს, მის აზიას რომელმაც გამტაცებლებისგან თავის დაღწევა მოახერხა.
მომღერალი ძაღლების დასაბრუნებლად გამტაცებლებს ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობს, ხოლო მათ, ვინც ამ დანაშაულის შესახებ, რამე სახის ინფორმაცია სფლობს, სთხოვს, რომ პოლიციას დაუკავშირდნენ.

ასევე იხილეთ