მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

 მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

“ავერ­სის” კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლის მარ­ნე­უ­ლის ფი­ლი­ალ­ში 23 წლის ახალ­გაზ­რდა ექი­მი გი­ორ­გი ბუ­ა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდა კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ინ­ფი­ცირ­და, გა­მო­ჯან­მრთელ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ კვლავ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუნ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ 23 წლის ექი­მი სწო­რედ მარ­ნე­უ­ლის “ავერ­სის” კლი­ნი­კის სა­პირ­ფა­რე­შო­ში ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი.

გი­ორ­გი ბუ­ა­ძის კო­ლე­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის ენერ­გი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ექი­მი იყო და კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და. ის წარ­მო­შო­ბით ონი­დან იყო და რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 115 მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!