ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ჩამოყალიბებული 10 კლასტერიდან ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს

 ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში  ჩამოყალიბებული 10 კლასტერიდან ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს.

მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციის აუცილებლობაზე.

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ სოლიდარული უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ მსგავსი შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ის, რაც ნოემბერსა და დეკემბერში იყო? ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 000-ზე მეტი დოზის მარაგი გვაქვს. დღეს 1 300-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა. ამ ეტაპზე, აპრილ-მაისში სულ მცირე 3 000-4 000 ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება, ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფის, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ ადამიანები არ მიდიან აცრაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

 

 

 

ასევე იხილეთ