მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს

 მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს

Tropical Race 4 (TR4) ნი­ა­და­გის სო­კოს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად Cavendish-ის ჯი­შის ბა­ნანს სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა, უკვე ვე­ნე­სუ­ე­ლა­შიც გა­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ გავ­ლე­ნი­ა­ნი პორ­ტა­ლი Americanfruit და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა. მარ­თა­ლია, ვე­ნე­სუ­ე­ლას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი ცხად­ყოფს, რომ ბა­ნა­ნის პლან­ტა­ცი­ებ­ზე სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა.

East-fruit-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში TR4 შტა­მის გა­ჩე­ნით ბა­ნა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის, ეკ­ვა­დო­რის ირ­გვლივ წრე შე­იკ­რა. ვე­ნე­სუ­ე­ლამ­დე TR4 ჯერ კო­ლუმ­ბი­ა­სა და ჰონ­დუ­რას­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ბა­ნა­ნის პლან­ტა­ცი­ე­ბი და­ი­კე­ტა კი­დეც, მიმ­დი­ნა­რე თვე­ში კი სო­კოს ამ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა ეკ­ვა­დო­რის კი­დევ ერთ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, პე­რუ­ში და­ა­დას­ტუ­რეს. თა­ვად ეკ­ვა­დორ­ში ნი­ა­და­გის სო­კოს და­ა­ვა­დე­ბის კე­რე­ბის გა­ჩე­ნა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად 6,5 მლნ ტონა ბა­ნა­ნის ექ­სპორ­ტს ეწე­ვა

.ეკ­ვა­დო­რი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ბა­ნა­ნის უმ­სხვი­ლე­სი მიმ­წო­დე­ბე­ლია. პან­დე­მი­ის გამო 2020 წელს ეკ­ვა­დო­რის ეკო­ნო­მი­კა 8%-ით შემ­ცირ­და, რა­მაც ქვე­ყა­ნა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ამას წინ უს­წრებ­და 2019 წლის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბი, რის გა­მოც მთავ­რო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი სხვა­გან გა­და­ე­ტა­ნა. ამას თან და­ერ­თო შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში მომ­ხდა­რი, შემ­დეგ კი გა­სულ თვე­ში გა­მე­ო­რე­ბუ­ლი სან­გა­ის ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა, რო­მელ­მაც ეკ­ვა­დო­რუ­ლი ბა­ნა­ნის ხა­რისხსა და მის ექ­სპორ­ტს სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. სწო­რედ ამი­ტომ ბა­ნა­ნი, შარ­შან­დელ ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გაძ­ვი­რე­ბუ­ლია

TR4 სოკოს აგრესიული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება. მისი მოსპობის საშუალებები ჯერ არ არსებობს და მას ვერც შხამ-ქიმიკატები ვერ ერევა. აღსანიშნავია, რომ ხილის ხელახლა მოსაყვანად დაავადებული ფართობის გამოყენება 30-40 წლის განმავლობაში არ შეიძლება. ექსპერტების შეფასებით, Tropical Race 4 ნიადაგის სოკოს გავრცელებამ შესაძლოა, გენმოდიფიცირებული ბანანის დაჩქარებულად გამოყვანა და დანერგვა აუცილებელი გახადოს, რადგან პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვების გარეშე დარჩება. ბანანი მცირე და ულტრამცირე მოხმარების ქვეყნებშიც კი ყველაზე გაყიდვადი ხილია. ბანანის მოშენება ტრადიციული სელექციით არ ხდება, რადგან ის ტრიპლოიდურ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება და თესლს არ იძლევა, გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის შემუშავებას კი დრო სჭირდება. თუმცა აპრილის დასაწყისში გერმანული გაზეთი Die Welt წერდა, რომ ავსტრალიელმა ბიოტექნოლოგმა ჯეიმს დეილმა Cavendish-ის ბანანის გენმოდიფიცირებული სახეობა შექმნა, რომელიც TR4 სოკოზე არ რეაგირებს და დაავადების საფრთხე არ ემუქრება.

Tropical Race 4 თავიდან აზიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში გავრცელდა. 2016 წელს აფრიკასა და პაკისტანში გაჩნდა, ხოლო 2019 წლიდან უკვე სამხრეთ ამერიკაშია. ამის ყველას ეშინოდა, რადგან სამხრეთ ამერიკა მსოფლიო ვაჭრობისთვის ბანანის მოსავლის მთავარი რეგიონია.

აღსანიშნავია, რომ 1960-იან წლებში მსოფლიო ბაზარი Gros Michel-ის ჯიშის ბანანს ეკავა, რომელიც Cavendish-ის ჯიშს გაცილებით სჯობდა. ის უფრო დიდი, ტკბილი და არომატული იყო. თუმცა შემდგომში Gros Michel-ბანანი TR1 სოკომ მოსპო, რომელიც TR4 სოკოს დაავადების ახლო ნათესავია. დღეისთვის Gros Michel-ის ჯიშის ბანანი თითქმის აღარ არსებობს.

Cavendish-ის ბანანზე მსოფლიო გაყიდვების 95% მოდის. აზიის, აფრიკისა და ამერიკის ეკვატორული ქვეყნებიდან ექსპორტზე ბანანის მსოფლიო მოსავლის 15% გადის. ბანანის მსოფლიო მოსავალი ყოველწლიურად, დაახლოებით, 114 მლნ ტონაა. მსოფლიო ვაჭრობაში ბანანის წილი 30 მილიარდზე მეტ ევროდ არის შეფასებული.

ასევე იხილეთ