ნიუ-ჯერსიში მოსახლეობას, ვაქცინის გაკეთების სანაცვლოდ, უფასო ლუდს დაურიგებენ

 ნიუ-ჯერსიში მოსახლეობას, ვაქცინის გაკეთების სანაცვლოდ, უფასო ლუდს დაურიგებენ

ნიუ-ჯერსის შტატის ხელისუფლება იმ მოქალაქეებს, რომელიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის თვის განმავლობაში გაიკეთებენ, უფასო ლუდს დაურიგებს – ამის შესახებ ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ნიუ-ჯერსის ნებისმიერი მაცხოვრებელი, რომელიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის თვის განმავლობაში გაიკეთებს და ამის დამადასტურებელ საბუთს პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ ლუდსახარშში წარადგენს, უფასო ლუდს მიიღებს,” – განაცხადა ფილ მერფიმ.

ნიუ-ჯერსიში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს. ამ ეტაპზე ნიუ-ჯერსის შტატში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შტატში 8.8 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ასევე იხილეთ