შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივანი თვითიზოლაციაშია

 შორენა თეთრუაშვილი პატრიარქის მდივანი  თვითიზოლაციაშია

პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია, მას ჯერ კორონავირუსზე დადებითი პასუხი არ მოსულა. „ვინც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა ყველა ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – აცხადებს პატრიარქის პირადი ექიმი. ​ცისანა შარტავა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანებასაც შორენა თეთრუაშვილის ავადმყოფობას უკავშირებს და აცხადებს, რომ შეფერხება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. საშობაო ეპისტოლე ლიტურგიაზე არ წაუკითხავთ. ილია მეორის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!