პიერ რიშარი – „ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი, ძალიან მეტკინა გული, ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას“

 პიერ რიშარი – „ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი, ძალიან მეტკინა გული, ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას“

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა, პიერ რიშარმა ქართველ ხალხს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

„ახლა გავიგე კახი კავსაძის ამბავი. ძალიან დამწუხრებული ვარ, ძალიან მეტკინა გული, რომ წავიდა ასეთი დიდი მსახიობი, ბრწყინვალე ადამიანი, გულუხვი და ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი. მინდა, გადმოგცეთ ტკივილი, რომელსაც განვიცდი. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას. მათ დაკარგეს დიდებული ადამიანი. ვფიქრობ მასზე და ქართველ ხალხზე, რომელიც მას გლოვობს“, – განაცხადა პიერ რიშარმა.

პიერ რიშარი და კახი კავსაძე ნანა ჯორჯაძის ფილმში, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ ერთად თამაშობდნენ.

კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ