რამდენად დაცულია ,,Sinopharm”-ით ვაქცინირებული ადამიანი ახალი შტამებისგან?

 რამდენად დაცულია ,,Sinopharm”-ით ვაქცინირებული ადამიანი ახალი შტამებისგან?

რამდენად დაცულია ,,Sinopharm”-ით ვაქცინირებული ადამიანი ახალი შტამებისგან? ამის შესახებ,  ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჩინური ვაქცინის მოქმედებას  ,,კურიერთან” საუბრისას განმარტავს.

“ეს არის ვაქცინა, რომელიც დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, რაც იმას გულისხმობს, რომ აღებულია ჩვეულებრივად ეს კორონავირუსი და დამუშავებული არის ქიმიური გზით. იყენებენ პროპიოლაქტონს, რომელიც ვირუსს უკარგავს გამრავლების უნარს, მაგრამ უნარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომ ჩვენმა იმუნურმა სისტემამ მოახერხოს მისი ამოცნობა და მის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა. ეს იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს შემდეგში მუტაციები ამ ვირუსში, შეიცვალოს მისი სხვადასხვა უბნები, ჩვენს იმუნურ სისტემას მაინც ექნება იმ რაოდენობით სხვადასხვა სახის ანტისხეულები, რომ მოახერხოს იმ განსხვავებული ფორმების დამარცხებაც,” – განაცხადა ღოღობერიძემ .

ასევე იხილეთ