რა განცხადებას ავრცელებს ნინო ლომჯარია ნიკა მელიას მონახულების შემდეგ

 რა განცხადებას ავრცელებს ნინო ლომჯარია ნიკა მელიას მონახულების შემდეგ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დროისთვის მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ აქვს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განუცხადა, სადაც იგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

მისი თქმით, ნიკა მელია უკვე მოინახულა მისმა წარმომადგენელმა.

„ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ასევე იხილეთ

error: გაფრთხილება: კონტენტი დაცულია!!!