როგორი ზაფხული იქნება იტალიაში – შესაძლებელია, იტალიამ ხალმხრავალი კონცერტების ჩატარება დაუშვას

 როგორი ზაფხული იქნება იტალიაში – შესაძლებელია, იტალიამ ხალმხრავალი კონცერტების ჩატარება  დაუშვას

იტალიის ტექნიკური სამეცნიერო კომიტეტის წევრის და სახელმწიფო პოლიციის სამედიცინო დირექტორის, ფაბიო ჩიჩილიანოს თქმით, მომავალი ზაფხული, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი იქნება, რადგან იმ დროისთვის უკვე ბევრი იტალიელი იქნება აცრილი, მაგრამ წელს, ჩვენ მოგვიწევს ნიღბის ტარების გაგრძელება და დისტანციის შენარჩუნება. – ამის შესახებ ფაბიო ჩიჩილიანომ,  messaggero-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ისრაელის მაგალითი, სადაც მოქალაქეები ნიღბებს ღია სივრცეში აღარ ატარებენ, იტალიაში ჯერ ამის განმეორება შეუძლებელია, რადგან იტალიას მხოლოდ შემოდგომაზე შეეძლება იმუნიტეტის მიღწევა. ნებისმიერ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სიფრთხილისთვის, ნიღბების საჭიროება მთელი 2021 წლის განმავლობაში იქნება.“ – აღნიშნა ჩიჩილიანომ.

ექსპერტმა, საბოლოოდ გამოთქვა აზრი დიდი კულტურული ან სპორტული ღონისძიებების ორგანიზირებაზე, რაც უკვე გამოცდილია უცხოეთში. მაგალითად, ბარსელონაში ღია სივცეში კონცენრტი ჩატარდა, რომელსაც 5 000 მაყურებელი ესწრებოდა და ყველა მათგანმა, კონცერტის დაწყებმადე ტესტი გაიკეთა და FFP2 ნიღაბი გამოიყენეს. შედეგი ძალიან გამამხნევებელი იყო, რადგან ვირუსის ცირკულაცია არ მომხდარა. იტალიაში მსგავსი ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ, რადგან, შევძლოთ გავიგოთ, როგორ უნდა დაიწყოს ცხოვრების თავიდან ნორმალიზება. რაც შეეხება ზღვის კურორტებზე ვაქცინაციის ცენტრების გახსნის ჰიპოთეზს, რათა იტალიელებმა ვაქცინაცია შვებულების დროს ჩაიტარონ, ჩიჩილიანოს აზრით, ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ არა გადამწყვეტი.

Exclusivetv.ge

ასევე იხილეთ