საბერძნეთის აფთიაქებში უფასო ტესტების შეტანას ფარმაცევტების უკმაყოფილება მოჰყვა – რას აპროტესტებენ ისინი

 საბერძნეთის აფთიაქებში უფასო ტესტების შეტანას ფარმაცევტების უკმაყოფილება მოჰყვა – რას აპროტესტებენ ისინი

 

დღეს, დილიდან საბერძნეთში მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო ტესტებით აფთიაქების მომარაგება დაიწყო.
თუმცა ამ ღონისძიებას გეგმის მიხედვით არ ჩაუვლია, ვინაიდან აფთიაქებმა რომელთაც უკვე გადაეცათ უფასო ტესტები, აღმოაჩინეს, რომ მათ მიერ მიღებულ თითო შეფუთვაში 25 ტესტი და მათი გამოყენებისთვის საჭირო ხელსაწყოები ერთად არის მოთავსებული, აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ საზოგადობის თითოეულმა წარმომადგენელმა მისთვის განკუთვნილი უფასო ტესტი სრული შემადგენლობით მიიღოს, ახლა თავად აფთიაქის თანამშრომლებს მოუწევთ მათი ინდივიდუალურ შეფუთვაში დახარისხება.
ერთ-ერთი ფარმაცევტი, რომელსაც ტელეკომპანია “სკაის” ჟურნალისტი გაესაუბრა, აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა აფთიაქის თანამშრომლებისგან დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს. ფარმაცევტი მთავრობას მიმართავს, რომ აღნიშნული საქმისთვის ფარმაცევტებს შესაბამისი ტრენინგი სჭირდებათ და კონპენსაციაც ეკუთნით.
შეგახსენებთ, რომ უფასო ტესტების მისაღებად სპეციალური რეგისტრაციის პლატფორმა ამ საღამოდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ტესტები გაიცემა იმ პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლაში სიარულს ორშაბათიდან დაიწყებენ.

ასევე იხილეთ