საბერძნეთის მთავრობა ახალგაზრდების მიერ მოწყობილმა ,,კორონა ფართმა“ დილემაში ჩააგდო

 საბერძნეთის მთავრობა ახალგაზრდების მიერ მოწყობილმა ,,კორონა ფართმა“ დილემაში ჩააგდო

საბერძნეთში, დღეს,  მთვრობის საბჭოს განხილვის მთვარი თემა საზოგადოებრივ თვშყრის ადგილებზე გამართული ,,კორონა ფართი” იყო , რაც ვირუსის გავრცელების სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას newsbeast.gr – ი ავრცელებს.

მთავრობის წევრების განცხადებით, “ ისინი რთული ამოცანის წინაშე დგანან”, რადგან, მთავროაბს არ სურს აღიშნული პრობლემის გადასაწყვეტად პოლიციის ჩარევა, ვინაიდან ამან შეიძლება ახალგაზრდების მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს და მოხდეს კიდევ ერთი დაპირისპირება პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად, უპირატესობა მიენიჭება სპეციალური დემარკაციის მენეჯმენტის გუნდს(ΟΔΟΣ).ეს არის სპეციალური საპატრულო დანაყოფი.

მათ არ გააჩნიათ იარაღი და აღჭურვილნი არიან პორტატული რადიოებით, სასტვენით და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მათი მიზანია გააკონტროლონ პანდემიის პირობებში მიღებული უსაფრთხოების ზომები, როგორიც არის ნიღბის ტარება , დისტანციის დაცვა და ა.შ.

ასევე იხილეთ