საბერძნეთის მოსამართლეები უკმაყოფილოა ვაქცინაციისთვის შერჩეულ პროფესიულ კატეგორიებში არ მოხვედრის გამო

 საბერძნეთის მოსამართლეები უკმაყოფილოა ვაქცინაციისთვის შერჩეულ პროფესიულ კატეგორიებში არ მოხვედრის გამო

საბერძნეთის მოსამართლეთა და პროკურორთა კავშირი, სახელმწიფო საბჭოს მოსამართლეთა კავშირი და ადმინისტრაციულ მოსამართლეთა კავშირი გამოხატავენ მწვავე უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოსამართლეთა ოფიცრები არ მოხვდნენ დაუყოვნებლივ ვაქცინაციის პროგრამაში, შერჩეულ პროფესიულ კატეგორიებში.

ასოციაციების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ქონდა გაკეთებული ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სასამართლო დაწესებულებებში არსებული სამუშაო პირობები საფრთხეს უქმნის არავაქცინირებულ და მოსამართლეთა და ოფიციალურ პირთა ჯანმრთელობას.

გასულ კვირას კი მათ მიიღეს ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციაში მონაწილეობას მიიღებს პროკურატურის რამდენიმე წარმომადგენელი. რასაც თან არ ერთოდა ახსნა განმარტება თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ვაქცინაციისთვის კონკრეტული პირები, როდესაც აღნიშნული სფეროს ყველა თანამშრომელი ერთსადაიმავე რისკის ქვეშ იმყოფებიან.

“ჩვენ მკაცრად ვაპროტესტებთ ამ უსამართლო მოპყრობას და ვითხოვთ სიტუაციის გადაფასებას”_ ნათქვამია აღნიშნული ასოციაციების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

ასევე იხილეთ