საბერძნეთის პოლიციის განყოფილებიდან 15.000 ევრო გაუჩინარდა

 საბერძნეთის პოლიციის განყოფილებიდან 15.000 ევრო გაუჩინარდა

 

საბერძნეთის პოლიციის უსაფრთხოების დეპარტამენტში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების სტრუქტურაში დასაქმებულმა პოლიციელმა საკუთარი სამუშაო მაგიდის უჯრაში 15.000 ევრო შეინახა, რის შემდეგაც ის გასაღებით ჩაკეტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ უჯრიდან თანხა გაუჩინარდა.
პოლიციელმა ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებებს მოახსენა, რის შედეგადაც მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გამოძიება მომხდარზე ყველა შესაძლო ვერსიას ამუშავებს. მათ შორის არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა პოლიციელს არც შენახავს უჯრაში აღნიშნული თანხა და პოლიციაში ქურდობის ეს ფაქტი არ მომხდარა.

ასევე იხილეთ