საბერძნეთი სასიხარულო ცვლილებებისთვის ემზადება

 საბერძნეთი სასიხარულო ცვლილებებისთვის ემზადება

საბერძნეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისში ქვეყანა ეტაპობრივად დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

გეგმის მიხედვით ლოკდაუნუს ზომების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი 10 მაისიდან ბაღების, დაწყებითი სკოლებისა და გიმნაზიების გახსნას, ხოლო 15 მაისიდან ტურიზმის აღდგენას ითვალისწინებს.

10 მაისიდან მთელი საბერძნეთის მოსწავლეები სასწავლო პროცესის კვალავ სკოლებში გააგრძელებენ. მთავრობის განცხადებით, ამ პროცესის  ხელის შემწყობ იარაღს „თვით ტესტები“ წარმოადგენენ, რომლის გამოყენებაც სავალდებულო იქნება როგორც ყველა პედაგოგისა და მოსწავლისთვის ასევე სკოლაში მომსახურე ყველა პერსონალისთვის.

15 მაისს შედგება ტურიზმის პრემიერა. წინასწარ შემუშავებულ მოთხოვნების მკაცრი გათვალისწინებით , როგორც ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დიაგნოსტიკური ტესტებით იმოგზაურებს.

ასევე გეგმის მიხედვით 15 მაისიდან მოიხსნება აკრძალვა ქვეყნის მასშტაბით შიდა გადაადგილებებზე, გაიხსნება საზოგადოებრივი პლიაჟები და  სავარაუდოდ დასრულდება sms-ის გაგზავნის ვალდებულება.

ასევე იხილეთ